logo
ENG



ნანუაშვილი: დღეს არაერთხელ მოხდა ძალის არაპროპორციული გამოყენება

18 ნოე 201920:21
3 წუთის საკითხავი
 
dwrcrlxjtk0sw9d.png

ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენჯერმე გამოიყენეს არაპროპორციული ძალა. ნანუაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა საზოგადოება მოატყუა და არჩევანის უფლება წაართვა.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალის გამოყენების ფორმალური საფუძველი არსებობდა ძალის გამოყენებასაც აქვს ფორმები, არ შეიძლება ძალის არაპროპორციული გამოყენება, მაგრამ დღეს არაერთხელ მოხდა ძალის არაპროპორციული გამოყენება. გარდა ამისა, გააჩნია აქციის მონაწილეთა რაოდენობასაც, რა ძალა რა ფორმით უდნა იყოს გამოყენებული, რა შემთხვევაში უნდა გამოიყენონ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ა.შ.

გარდა ამისა, კითხვის ნიშნებს ბადებს ამდენი ადამიანის დაკავება. ძალის გამოყენება შეუძლია სახელმწიფოს, მაგრამ ეს კანონით რეგულირდება, მაგრამ დღეს მთელ რიგ შემთხვევაში დღეს არაპროპორციულად იქნა ძალა გამოყენებული, რაც უკანონობაა. აუცილებელია, რომ მოქალაქეებს მიეცეთ მშვიდობიანი შეკრების საშუალება," - განაცხადა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ, პოლიციამ 30-წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ შესასვლელი გაათავისუფლონ. ულტიმატუმის ვადა 16:40 საათზე ამოიწურა.

ამის შემდეგ სპეცრაზზმა აქციის მონაწილეები დაშალა და რუსთაველის გზის სამანქანო გზა კარვებისგან გაათავისუფლა, ხოლო პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა. 

 


close დახურვა