logo
ENG



ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ აჭარაში ერთი ადამიანი დააკავა

08 დეკ 201911:12
3 წუთის საკითხავი
 
wyfmonqrwr01uvy.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 1987 წელს დაბადებული დ.კ. დააკავა. ჩხრეკისას ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. 

სამართალდამცველებმა დ.კ. სოფელ გონიოში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულს სამგზავრო ჩანთის სახელურში ნარკოტიკული საშუალებების სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი. პოლიციამ დაკავებულის ბარგის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ჰეროინის შემცველი 32,421 გრამი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა