ნარკოდანაშაულის ბრალდებით (საზოგადოებრივი მაუწყებლის) ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა პატიმრობა. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ნოდარ ჩაჩუას მეუღლე, ლალო ბერაია რომელიც (POST TV-ის) ასევე ყოფილი ჟურნალტია.
პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, გამოძიება მძიმე მუხლით მიმდინარეობს, კერძოდ საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 261-ე მუხლებით — ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია.
წარდგენილი სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავი უწყებები საქმეზე გამოძიებას დამატებითი დეტალების დასადგენად აგრძელებენ.
