"ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, იქნება კომპენსირებული ტარიფის იმ ნაზრდით, რომელზეც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება.
თბილისი ენერჯის არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე, ამით კომპანია გასწორდება წელში, რათა მან შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ბუნებივი აირის უსაფრთხო და უწყვეტ მიწოდებას ჩვენი მომხმარებლებისთვის', - ამბობს ნარმანია.
მარეგულირებელი კომისიის 27 მაისის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის გაზის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი თითქმის 8 თეთრით გაიზრდება. ეს თემა სემეკმა თბილისი ენერჯის მიმართვის საფუძველზე განიხილა. ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972 თეთრი ეღირება. ახალი ტარიფი 2022 წლის ბოლომდე იმოქმედებს.