ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვის სანქციები მკაცრდება. სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში, მძღოლს შესაძლოა 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს. ჯარიმის საფასურს სისხლში ალკოჰოლის შემცველობა განსაზღვრავს. ანუ, რაც უფრო ნაკლები იქნება ალკოჰოლის რაოდენობა, ჯარიმაც უფრო ნაკლები დაწესდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი უკვე მომზადებული აქვს.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვის სანქციები მკაცრდება
05 ნოე 201908:49
3 წუთის საკითხავი