logo
ENG



ნატა ფერაძე დააკავეს

18 იან 202021:11
3 წუთის საკითხავი
 
mc79ihmxyesah60.jpg

აქტივისტი ნატა ფერაძე პოლიციამ დააკავა. დაკავების ფაქტი "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

ფერაძის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი ცირკთან იყო მისული და ადგილზე მყოფ ტრანსგენდერ ქალებს შეშა მიუტანა. გარდა ამისა, აქტივისტის დაკავების კადრები მის პირად Facebook-გვერდზეც გავრცელდა. 

მანამდე ფერაძე ვიდეოში ყვებოდა, რომ პოლიციამ რამდენიმე ტრანსგენდერი ქალი დააკავა და მათ მიმართ ჰომობობიურად იყო განწყობილი. 

როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფერაძე 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ნახეთ დაკავების ვიდეო აქ

 


close დახურვა