logo
ENG



ნატალია კორძაია მექსიკაში საქართველოს ახალი ელჩი გახდა

05 აგვ 202612:41
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/05/jhm8ayxkotfu2fx.jpg

ოცნების ადმინისტრაციის ცნობით, მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა.

ახალი ელჩი მთავრობის ადმინისტრაციაში  ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 ნატალია კორძაია ამ პოზიციაზე ზაზა გაბუნიას ჩაანაცვლებს, რომელიც მექსიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან 2025 წლის 25 დეკემბერს გათავისუფლდა. დანიშვნამდე, 2023 წლიდან, კორძაია მილანში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა.


close დახურვა