“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)" ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზეცაა ყურადღება გამახვილებული.
"მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი"?-ამ შეკითხვაზე მიღებული შედეგების თანახმად გამოკითხულთა 82%-სთვის ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია.
რაც შეეხება ნატო-ს, იგივე შინაარსის კითხვაზე ნატოს-თან მიმართებაში, გამოკითხული მოსახლეობის მიერ გაცემული პასუხები აჩვენებს, რომ გასულ წელთან შედარებით საზოგადოების დამოკიდებულება შეცვლილია - ნატო-ში ინტეგრაცია წელს 74%-სთვის არის მისაღები, აღნიშნული მაჩვებელი გასულ წელს 78% იყო.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.