ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და აცხადებს, რომ ახლა სათანადო რეაგირება დასავლეთის გადასაწყვეტია.
"მკაცრად ვგმობ რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე. ის საფრთხეს უქმნის მილიონობით უდანაშაულო ადამიანს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. ახლა დასავლეთის გადასაწყვეტია სათანადო რეაგირება",- წერს ნაუსედა.
ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას უკრაინაში ომი დაიწყო.