ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ნაუსედამ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით ვითარების გაუარესებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალების აგრესიული ქმედებები ადგილობრივების ცხოვრებას ართულებს.
"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით ვითარების გაუარესების მოწმენი ვხდებით. საოკუპაციო ძალების აგრესიული ქმედებები, როგორებიცაა ბორდერიზაცია, გადაადგილების შეზღუდვა და უკანონო დაკავებები, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას. ჩვენი მოვალეობაა, აგრესორს პასუხი ვაგებინოთ", - თქვა ნაუსედამ.