logo
ENG



ნაცვლიშვილი:არავის აქვს უფლება ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განკარგვაში

18 მაი 202012:36
3 წუთის საკითხავი
 

დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამტკიცებს, რომ ამერიკელი კონგრესმენების წერილი მაიკ პომპეოს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის ბუნებრივი რესურსების განკარგვის პოლიტიკაში ერევა.

დეპუტატმა ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი პარლამენტში გამართა და პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დააკისრა. ის ამბობს, რომ კონგრესმენების ნაწილს მადა გაეხსნა, რაც "ქართული ოცნების" უგუნური პოლიტიკის შედეგია. 

„ქართული ოცნების“ უგუნურმა პოლიტიკამ საფუძველი გაუჩინა სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებს ჩარეულიყვნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკიტხებში, არამედ ზოგიერთ მათგანს მადა გაეხსნა და ქვეყნის რესურსების მოწყობის საკითხებშიც გადაწყვიტეს ჩარევა. ამას ცხადყოფს რიგი ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორის წერილი, რომლებიც პირდაპირ უარყოფენ დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილების უფლებას განკარგოს საკუთარი რესურსები და საგადასახადო და მარეგულირებელი პოლიტიკა საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს.

"არც კომპანია ფრონტერას საქმიანობა და არც ანაკლიის პორტის არ ეხება პეპლის საჭერი ბადეების წარმოებას საქართველოში. ისინი საქართელოს ბუნებრივი რესურსების განკარგვას ეხება. ამიტომ, არავის აქვს უფლება ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის ბუნებრივი რესურსებისა და ეკონომიკური პოლიტიკის განკარგვის საკითხებში, მიუხედავად მათი გეოპოლიტიკური თუ კომერვიული ინტერესებისა“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.



close დახურვა