logo
ENG



ნაცვლიშვილი Postv-დანაც მიდის, თუმცა ამბობს, რომ კვლავ 2012 წლის იდეალების ერთგულია

13 მარ 202119:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/13/01pukznl9oug4ge.jpg

ქართული ოცნების ყოფილი კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც მმართველი პარტიიდან თავისვე მიერ დაფუძნებულ პოსტვ-ში 1 თვის წინ დაბრუნდა, ადასტურებს, რომ ტელევიზიიდან მიდის. 

"გარწმუნებთ, “პოსტივიდან” ჩემი წამოსვლით შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან მუდამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის საჯარო და აქტიური მხარდამჭერი და 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალების ერთგული. ასე რომ, ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას. ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ", - წერს ნაცვლიშვილი Facebook-ზე

სამთავრობო არხი Postv ნაცვლიშვილმა შალვა რამიშვილთან ერთად დააფუძნა. ქართული ოცნებიდან წამოსვლის შემდეგ, ნაცვლიშვილი ტელევიზიაში 21 თებერვალს დაბრუნდა. 


close დახურვა