logo
ENG



ნაცვლიშვილი ხაზარაძის პროცეესზე: ამ საქმეს არანაირი საერთო არ აქვს მართლმსაჯულებასთან

27 დეკ 201917:41
3 წუთის საკითხავი
 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. საქმეში 50-მდე მოწმეა. ხაზარაძე-ჯაფარიძეს 17 მილიონ დოლარამდე თანხის გათეთრებას ედავებიან. საქმე 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება. პროცესს ესწრებოდა „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, მისი თქმით ამ პროცესს არანაირი შემხებლობა არ აქვს მართლმსაჯულებასთან და საქმე მთლიანად პოლიტზირებულია.

„მან თქვა [მოწმე], რომ ათობით საქმე და ათობით შემოწმება ჩაუტარებია თავისი პროფესიული შემოწმების დროს, მაგრამ ამავე დროს თქვა, რომ ეს საქმე არის პირველი და ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც 11 წლის წინანდელი ტრანზაქცია შეისწავლა ეროვნულმა ბანკმა, ასევე მანვე თქვა, რომ თავის შემოწმებაში მას რომ დაენახა ფულის გათეთრების ნიშნები, რასაც პროკურატურა ედავება ხაზარიძე-ჯაფარიძე-წერეთელს, ის ვალდებული იქნებოდა აღენიშნა წერილობით დოკუმენტში, რაც მას არ გაუკეთებია, ამით მან დაადასტურა, რომ მას არ დაუნახავს ამ საქმეში ის რაც არ არსებობდა, ფულის გათეთრება. ასეთი ნიუანსი იყო პროცესზე, რომელიც გვაჩვენებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს არანაირი საერთო არ აქვს მართლმსაჯულების აღსრულებასთან და ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული საქმე “,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 


close დახურვა