logo
ENG



ნაციზმზე გამარჯვების დღე არა 9, არამედ 8 მაისი იქნება - უკრაინაში კანონპროექტი დაამტკიცეს

30 მაი 202300:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/30/a00kyqbzfkyh8xc.jpeg
ფოტო: ფორმულა

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღედ არა 9, არამედ 8 მაისს აცხადებს.

დამტკიცებული კანონპროექტის ფარგლებში, 8 მაისი უკრაინაში ოფიციალურად დასვენების დღედ გამოცხადდება.

"დღეიდან 8 მაისი ოფიციალურად არის დასვენებისა და 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე", - ამბობს რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი.

მისივე თქმით, კანონპროექტს მხარი 317 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.


close დახურვა