logo
ENG



ნაციონალურ მოძრაობას 22 საარჩევნო ოლქში საკუთარი კანდიდატები ეყოლება

07 აგვ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალურ მოძრაობას 22 საარჩევნო ოლქში საკუთარი კანდიდატები ეყოლება. ამ გადაწყვეტილებას ევროპულმა საქართველომ მცდარი უწოდა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საკვანძო ოლქებში კოორდინაცია უნდა მომხდარიყო. 

მაჟორიტარების წარდგენა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაიწყეს - ლეიბორისტული პარტიიდან მცხეთა მთიანეთში კენჭს შალვა ნათელაშვილის შვილი - ბექა ნათელაშვილი იყრის. კანდიდატებს უახლოეს პერიოდში წარადგენს ლელოც. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველა ოპოზიციური პარტია საკუთარ მეტოქედ ქართულ ოცნებას ასახელებს.


close დახურვა