შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის, ხატია დეკანოიძის შტაბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ში ფორმულას განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მის შტაბში უკანონოდ შეიჭრნენ.
როგორც დეკანოიძე აცხადებს, საარჩევნო შტაბში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპარატურის დასაყენებლად შეიჭრა.