ნაციონალური მოძრაობის წევრი ელგუჯა ბაგრატიონი სამართალდამცველებმა ურეხის სასაფლაოზე შესვლის მცდელობისას დააკავეს.
მოგვიანებით ბაგრატიონი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი სასამართლო პროცესი 14 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. შეზღუდვის დამრღვევი 2 000 ლარით დაჯარიმდება.