logo
ENG



ნაჯა ორაშვილი: თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლუბები 17 დეკემბერს იხსნება

07 დეკ 202115:11
3 წუთის საკითხავი
clock 2591
2021/12/07/zno5irh4abzavmu.jpg

ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლუბები 17 დეკემბერს იხსნება.

"ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia-ის მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია.

სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენს მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, იმისთვის რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი.

17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება.

მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი - უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე", - წერს ორაშვილი.

საქართველოში კლუბები 2020 წლის დასაწყისში, პანდემიის საწყის ეტაპზე დაიხურა. 


close დახურვა