ვინ არის ქართული ოცნების წარმომადგენელი კახა სამხარაძე, რომელმაც თბილისის ცენტრში გამართული ფართომასშტაბიანი აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა. სამგორის გამგებლის ბიოგრაფია მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ფორმულამ კახა სამხარაძის წარსულიდან მძიმე ფაქტები გაარკვია. მაღალი თანამდებობის პირმა შეურაცხმყოფელი სტატუსი ფეისბუქზე დაწერა, საზოგადოების რეაქციის შემდეგ კი წაშალა. კიდევ უფრო მეტი რეზონანსი მოჰყვა განმარტებას, რომელიც არანაკლებ ცინიკური იყო. სამხარაძის ქმედების დაგმობისა და სამსახურიდან გათავისუფლების ნაცვლად ქართული ოცნების ლიდერებმა აბსურდული გამართლება მოუძებნეს და დაიცვეს.
ნებადართული შეურაცხყოფა
21 ივნ 202219:59
3 წუთის საკითხავი