logo
ENG



ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ - შალვა შავგულიძე

14 ნოე 201919:39
3 წუთის საკითხავი
 
ik1zci2ocvot61a.png

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ოპოზიცია და საზოგადოება ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა იყოს. შავგულიძე თვლის, რომ მთავარ მოთხოვნად, კვლავ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება უნდა დარჩეს, თუმცა თუ ეს არ მოხდება, ოპოზიცია ამასაც მომზადებული უნდა შეხვდეს.

„ჩვენ ვხედავდით როგორი თანხმობა იყო პროპორციული წესით არჩვენების ჩატარებაზე, დათანხმდა მთავრობაც, მაგრამ მოგვატყუეს. დღის წესრიგში უნდა დარჩეს იგივე მოთხოვნა, ამის სხვადასხვა გზა არსებობს, მაგალითად ჩავატაროთ რეფერენდუმი. ამავდროულად, მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ ბიძინა ივანიშილმა არჩვნები შეიძლება ჩაატაროს შერეული სისტემით, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ ის როგორ აკონტროლებს ყველაფერს, ამიტომ არ არის გამორიცხული, ამაზეც მოგვიწიოს გასვლა. მაჟორიტარულ ოლქებში არ უნდა დავუყენთ ერთმანეთს კონკურეტები და გავერთიანდეთ ძლიერი კანდიდატის ირგვლივ, რათა დავამარცხოთ ქართული ოცნების კანდიდატი“, - აცხადებს შავგულიძე.

 


close დახურვა