logo
ENG



ნედ პრაისი: უკრაინაზე ბოლო თავდასხმებიდან ჩანს, რომ რუსეთი ტერორის კამპანიას აწარმოებს

19 აპრ 202200:05
3 წუთის საკითხავი
 
ნედ პრაისი: უკრაინაზე ბოლო თავდასხმებიდან ჩანს, რომ რუსეთი ტერორის კამპანიას აწარმოებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, ბოლო დღეებში რუსეთის მიერ უკრაინაზე განხოციელებული თავდასხმებიდან ჩანს, რომ რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას აწარმოებს.

"ფაქტია, რომ რუსეთმა წამოიწყო უფრო მეტი ვიდრე შეჭრა, უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ ომი. ის აწარმოებს ტერორის, სისასტიკის და საზიზღარი აგრესიის კამპანიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. რაც შეეხება იმას, რაც ბოლო საათებში ვნახეთ, ლვივზე თავდასხმის თვალსაზრისით, კიევის გარეუბნებზე თავდასხმის თვალსაზრისით ან რაც ვნახეთ ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი, ხარკივი, რისი მოწმეც ბუჩაში გავხდით, ეს არის მკაფიო მინიშნებები, მკაფიო მოწმობა სისასტიკის და ტერორის კამპანიისა, რომლებსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ" - განაცხადა პრაისმა.

ლვივს 5 რაკეტა 18 აპრილს, დილით ესროლეს.

ქალაქის მერის, ადნრეი სადოვიის თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად რვა საცხოვრებელი კორპუსისა და სკოლის მინები ჩაიმსხვრა.

სარაკეტო დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

რეგიონის სამხედრო გუბერნატორის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, რომ მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამუშოები გრძელდება.


close დახურვა