logo
ENG



ნეთანიაჰუ: ისრაელი და აშშ ვიბრძვით ირანთან არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, მსოფლიოსთვისაც

22 მარ 202620:36
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/22/t77d8yjy54imlyz.jpg

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანმა კუნძულ დიეგო გარსიას მიმართულებით კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ნეთანიაჰუს თქმით, ირანის რეჟიმი ყველას ესხმის თავს და მისი აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია ისრაელს და აშშ-ს სხვა ქვეყნის ლიდერებმაც დაუჭირონ მხარი.

"მათ უკვე დაბომბეს ევროპული ქვეყანა კვიპროსი. ისინი ყველას ესხმიან თავს. ჩვენ ვეკითხებით მსოფლიოს ლიდერებს კიდევ რას ელოდებით? პრეზიდენტმა ტრამპმა სწორად აღნიშნა, რომ ისრაელი და შეერთებული შტატები ვიბრძვით არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ტრამპმა დასვა მარტივი კითხვა: სად ხართ? და დროა, ყურადღება მიაქციოთ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას არა მხოლოდ ჩვენი გულისთვის, არამედ თქვენი გულისთვისაც", - განაცხადა ნეთანიაჰუმ

ცნობისთვის, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 21 მარტს, ირანმა ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ დიეგო გარსიას მიმართულებით, სადაც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო ბაზა მდებარეობს. ინფორმაცია გამოცემამ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ამერიკელი ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან განაცხადეს, რომ ერთი რაკეტა ფრენისას მწყობრიდან გამოვიდა, მეორე კი აშშ-ის სამხედრო გემიდან გაშვებულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო.


close დახურვა