ნიგერიის შტატ პლატოში ორსართულიანა სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა.
ნანგრევების ქვეშ 154 ადამიანი მოყვა. ყველა მათგანი, დაღუპულების გარდა, გადაარჩინეს და კლინიკებში გადაიყვანეს.
ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 30 ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. მათივე ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია დასრულებულია და ტერიტორია გაწმენდილია.
Reuters-ის ინფორმაციით, შენობა სასწავლო პროცესის დროს ჩამოინგრა. უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფისა და უხარისხო სამშენებლო მასალების გამო ნიგერიაში შენობების ჩამონგრევა ხშირია.