ნიგერიის პრეზიდენტმა ბოლა ტიბუნუმ სურსათზე ფასების ზრდისა და დეფიციტის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ზოგიერთი ინიციატივა მოიცავს საწვავის სუბსიდიის მოხსნით დაზოგილი თანხის გამოყენებას, ფერმერებისთვის სასუქისა და მარცვლეულის მიწოდებისთვის. ასევე უნდა გაიზარდოს ფერმერების უსაფრთხოება, რომელთაგან ბევრმა მიატოვა მიწა მას შემდეგ, რაც ბანდების სამიზნე გახდნენ, რომლებიც გამოსასყიდისთვის იტაცებდნენ მათ.
უფრო ღარიბ შინამეურნეობებს ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 10 დოლარით დაეხმარებიან.
"ყველა გარწმუნებთ, რომ ამ სტრატეგიულ ინტერვენციებში არავინ დარჩება ყურადღების გარეშე", - განაცხადა ტინუბუმ, რომელიც თანამდებობაზე მაისიდან არის.
გაეროს იანვრის ანგარიშის თანახმად, წელს 25 მილიონი ნიგერიელი სასურსათო დაუცველობის მაღალი რისკის ქვეშ იქნება, რაც ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ვერ შეძლებენ საკმარისი რაოდენობის სურსათის მიღებას.
ნიგერია აფრიკის კონტინენტზე ყველა მჭიდროდ დასახლებულია. ქვეყანაში უსაფრთხოების პრობლემაც არსებობს. უსაფრთხოების თვალთვალის ვებსაიტის თანახმად, მხოლოდ 2022 წლის ივნისამდე 12 თვეში 350-ზე მეტი ფერმერი გაიტაცეს ან მოკლეს. ბევრი ასეთი თავდასხმა ქვეყნის ჩრდილოეთით განხორციელდა.