ნიდერლანდები, შვედეთი და გერმანია პირობას დებენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC) 2,7 მილიონ დოლარს გამოყოფენ, რათა გამოიძიოს უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულები.
ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოკონფერენციის საშუალებით ICC-ის მთავარ პროკურორ კარიმ ხანს ისაუბრნენ, რომელიც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ მოიწვია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰოკსტრამ თქვა: "სისხლის სამართლის სასამართლო უკრაინელების სამართლიანობისკენ მიმავალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა".
გამოძიების მხარდასაჭერად, ნიდერლანდები ერთ მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს, გერმანია ერთ მილიონ დოლარს, შვედეთი კი ნახევარ მილიონ ევროს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ევროკავშირმა 8 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინელი პროკურორების მხარდასაჭერად, რათა გამოიძიონ ომის დანაშაულები.
ICC-მ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე გამოძიება 2 მარტს დაიწყო.