logo
ENG



ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებას მიაწვდის

19 აპრ 202218:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/19/ycikmi0929ustxr.jpg

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებას მიაწვდის, მათ შორის, ჯავშანტრანსპორტიორებს. 

ტვიტერზე რუტე წერს, რომ მან და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ვინაიდან რუსეთი აგრესიას აახლებს. 

"მოკავშირეებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ დამატებით მძიმე აღჭურვილობის მიწოდებას". - აცხადებს მარკ რუტე

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ მან ნიდერლანდების პრემიერმინისტრს აცნობა "დონბასში სიტუაციის გამწვავების შესახებ" და ძალიან მადლიერია მხარდაჭერისთვის. 

"როცა მშვიდობა აღდგება, ჩვენ ერთად ავაშენებთ უკრაინა-ნიდერლანდებს ახალი დონის ურთიერთობებს ევროკავშირში". - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 


close დახურვა