logo
ENG



ნიდერლანდები უკრაინისთვის 350 მილიონ ევროს გამოყოფს

21 მარ 202409:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/21/yp0jczb1vitptrc.jpg

ნიდერლანდები უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად, 350 მილიონ ევროს გამოყოფს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა გააკეთა.

უფრო კონკრეტულად კი თანხა ასე გადანაწილდება: 150 მილიონ ევროზე მეტი საბრძოლო მასალისთვის გამოიყოფა, დანარჩენი 200 მილიონი ევროთი კი დაგეგმილია დრონების შეძენა და უკრაინაში გადატანა.

გარდა ამისა, ნიდერლანდები ისევ გაგზავნიან რუმინეთში გამანადგურებლებს - F-16-ს, რომლებზეც უკრაინელი მებრძოლები წვრთნებს გადიან.


close დახურვა