ნიდერლანდები "უკრაინის შეტევითი დრონების პოტენციალის გასავითარებლად", 60 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი ადასტურებს.
ცნობილია, რომ ნიდერლანდების მიერ გამოყოფილი 60 მილიონიდან 20 მილიონი FPV-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის შეძენას მოხმარდება. ეს განხორციელდება დრონების კოალიციის მეშვეობით, რომელიც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, ამ წლის დასაწყისში შეიქმნა.
გარდა ამისა, 17,5 მილიონი ევრო გამოიყოფა უკრაინაში საზღვაო დრონების შესაძენად და მათი წარმოებისთვის.
ხოლო დანარჩენი თანხები გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ორმხრივი მიწოდებისთვის და მათი ჰოლანდიური ინდუსტრიიდან შესყიდვებისთვის.