logo
ENG



ნიდერლანდებიდან ბრიტანეთში მიმავალ ბორანზე, 25 მიგრანტი იპოვეს

20 ნოე 201912:16
3 წუთის საკითხავი
 
8k1jwz058aszgxp.jpg

ნიდერლანდებიდან დიდ ბრიტანეთში მიმავალ ბორანზე, 25 მიგრანტი იპოვეს. ბორანი პორტიდან უკვე გასული იყო, როდესაც უკან დააბრუნეს და ჩხრეკა მოაწყეს. მიგრანტები მაცივარში იპოვეს. ორი მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და საემიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს. დაწყებულია გამოძიება. ამ დროისთვის უცნობია რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ ბორანზე. გემი დანიურ კომპანიას ეკუთვნის.

 


close დახურვა