ნიდერლანდების პოლიციამ ჰააგაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. ის 35 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს. თავდამსხმელს პოლიცია ორი დღის განმავლობაში ეძებდა. მისი ვინაობა სავაჭრო ცენტრში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებით დაადგინეს.
35 წლის მამაკაცი თავს დაესხა სავაჭრო ცენტრში მყოფ პირებს და სამი ადამიანი დანით დაჭრა. ყველა დაშავებული მოზარდია. დაკავებული გამოძიებას ჩვენებას აძლევს, თუმცა რა გახდა დანაშაულის მოტივი, ამ დროისთვის უცნობია.