logo
ENG



ნიდერლანდების საგარეო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღადგინოს პრინციპების ერთგულება

13 ივნ 202401:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/13/6yp73e08a14jz96.jpg

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ეს უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის დემოკრატიასა და EU-სკენ გზაზე. 

საგარეო უწყება მოუწოდებს მთავრობას, ამ პრინციპების მიმართ ერთგულება აღადგინოს. 

"ამ კვირაში საქართველოსთან დროული პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. დიალოგის საშუალებით გაიცა მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, თუ როგორ უარყოფითად აისახება საქართველოში განვითარებული მოვლენები ქვეყნის დემოკრატიაზე, ევროკავშირის გზასა და ჩვენს პარტნიორობაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღადგინოს ამ პრინციპების ერთგულება", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა