ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცადებით, ნიდერლანდები უკრაინის დედაქალაქ კიევში საელჩოს დღეს დააბრუნებს.
“საელჩოს მცირერიცხოვანი გუნდი კიევში მჭიდროდ იმუშავებს უკრაინის ხელისუფლებასთან და სხვა პარტნირ ქვეყნებთან, რომლებიც კიევში დაბრუნდნენ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მხარს ადგილიდანვე ვუჭერთ“, - წერს მინისტრი Twitter-ზე.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საელჩოების ნაწილი სამუშაოდ ლვოვში გადავიდა. მას შემდეგ, რაც კიევის ოლქი რუსი ჯარისკაცებისგან გათავისუფლდა, საელჩოებმა დედაქალაქში დაბრუნება დაიწყეს.
Vandaag gaat de Nederlandse ambassade weer open in #Kyiv. Onder leiding van ambassadeur @jennesdemol1 gaat een klein ambassadeteam daar nauw samenwerken met de Oekraïense autoriteiten en andere teruggekeerde partnerlanden. Belangrijk dat we ter plaatse steun bieden aan #Oekraïne.