ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში მიმდინარე დებატებისას გული წაუვიდა. 56 წლის ბრუნო ბრუინსი ცუდად იმ დროს გახდა, როცა დეპუტატები მინისტრთა კაბინეტის წევრებს კითხვებით მიმართავდნენ. გონს მოსვლა მან მალევე შეძლო და დარბაზი დახმარების გარეშე დატოვა.
მოგვიანებით კი განმარტა, რომ გულის წასვლა კორონავირუსის გამო უკანასკნელ პერიოდში გადატვირთულმა გრაფიკმა და გადაღლილობამ გამოიწვია.