ნიდერლანდებში ტიტას ეროვნულ დღეს აღნიშნავენ. ამსტერდამის ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიებისთვის 200 ათასი ყვავილი მიიტანეს. ტიტებით 2500 კვადრატული მეტრის ფართობია დაფარული. ყველას, ვინც ღონისძიებას დაესწრო, საშუალება ჰქონდა გამოფენიდან თითო ტიტა მიეღო საჩუქრად.
ნიდერლანდები მსოფლიოში ტიტების ყველაზე დიდი მწარმოებელია. ადგილობრივი მეყვავილეები წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდ ტიტას ყიდიან.