გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას უწყების ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ აგვისტოში მიიღო. მაშინ "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 40 000-ლარიანი გირაო შეეფერდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
ცნობისთვის, დღეს "მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ის ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით, დღეს გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). მოგვიანებით მას კიდევ ერთი ბრალდება წარედგინა.