logo
ENG



ნიკა მელია: 3 თვით უნდა გადავადდეს საკრედიტო შენატანების ვალდებულება

20 მაი 202014:42
3 წუთის საკითხავი
 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია სოფელ ქერთუბანში გოჩა მარკოზაშვილს ესტუმრა. ოჯახი სოფლის მეურნეობას მისდევდა, ბანკიდან კრედიტი გამოიტანა, მეურნეობა გააფართოვა, მოსავალიც მოჰყავდა და თანასოფლელებიც დასაქმებული ჰყავდა. თუმცა, პანდემიის გამო საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს.

საკრედიტო შეღავათის ვადის ამოწურვის შემდეგ ყოველთვიური გადასახადიც მნიშვნელოვნად გაეზარდა და ამის გამო იძულებული გახდა, ნაკვეთი გაეყიდა. ნიკა მელიამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, საბანკო შეღავათების კიდევ 3 თვით გახანგრძლივება.

„10-დან საქართველოს 7 სრულწლოვან მოქალაქეს აქვს საბანკო ვალდებულება. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა და მე ვფიქრობ ამ მოთხოვნაში ყველა ერთსულოვანია, როგორც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, ასევე ქართული ოცნების გულშემატკივრები. მინიმუმ სექტემბრამდე 3 თვით უნდა გადავადდეს საკრედიტო შენატანების ვალდებულება. ვგულისხმობ, როგორც პროცენტის გადახდის ვალდებულებას, ასევე თანხის ძირის ვალდებულებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 


close დახურვა