logo
ENG



ნიკა მელია: ივანშვილმა გაანადგურა სახელმწიფო

28 ნოე 201910:58
3 წუთის საკითხავი
 
qi6rc0x67sk4h05.jpg

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, ქვეყნის ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს მას. მისივე თქმით, ივანიშვილი შეშინებულია და მისი გუშინდელი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა შეშინებული ადამიანის ბოდვა.

„სახელწმიფო გაანადგურა ივანიშვილმა. ჩვენ არ ვაძლევთ მას უფლებას, რომ სახელმწიფოს მოუკლას პერსპექტივა განვითარების. ეს ხაზგასმით უნდა ითქვას. მე პოლიციელებს ვეუბნებოდი, რომ სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, მუხთარლი ორი წლის წინ წითელ ხიდამდე აქედან მიიყვანეს ათასი სათვალთვალო კამერის გავლით. ეს არის კრიმინალური ხელისუფლება, რომელსაც უბრალოდ მიტაცებული აქვს მართვის ბერკეტები. ამას არ ეგუება მოსახლეობა. გუშინ ივანიშვილს ვუსმინე - ყველაზე მძიმე ისაა, რომ ამ სახის განათლების და მორალისგან დაცლილი, ინტელექტისგან კილომეტრებით დაშორებული ადამიანი მართავს ქვეყანას. ეს არის წარმოუდგენლად უინტელექტო ადამიანი. პირადი დაცვის წევრები დანიშნა მინისტრებად. გომელაური, ჩუბინიძე ინიშნებიან მაღალი თანამდებობის პირებად. იმიტომ, რომ მისი პირადი მცვლებია, დავიჯერო მათზე კომპეტენეტური ადამიანი ვერ იპოვა? ვინც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან, არიან ცალკე დაფინანსების ობიექტები. ქუჩაში ვიდგებით მანა, სანამ არ დააბრუნებს მიტაცებულ პირობას. გუშინ თქვა, ეს იყო ცალმხრივი დაპირება და ჩემი კეთილი ნებაო. შიშებს აყოლილი ადამიანის ბოდვებია მისი საუბრები. პროტესტი გადაედება სხვადასხვა ქალაქებს, ჩვენ დავაანონსებთ აქციებს ქალაქებში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრანტები და ოპოზიციის წარმომადგენლები დაშლას არ აპირებენ და უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.


close დახურვა