logo
ENG



ნიკა მელია: კონგრესმენების განცხადბები ივანიშვილის გასაგონად გავრცელდა

23 იან 202022:32
3 წუთის საკითხავი
 

"ეს განცხადებები გახარიას კი არ გამოუგზავნეს და მიწერეს, ივანიშვილის გასაგონად გავრცელდა",- ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, სოფო ზურაბიანის “პოლიტიკის ფორმულაში“, კონგრესმენების მწვავე კრიტიკას საქართველოს ხელისუფლების მისამართით. მისი თქმით, ივანიშვილი მოქმედებს პირადი ინტერესებისთვის და ამას ყველა ხედავს, განსაკუთრებით კი დასავლეთი. 

"გზავნილებს ივანიშვილი თუ გაიგებს და გაიაზრებს, კარგია. და თუ არა, თავის თავს დააბრალოს. არავის ეპატიება სახელმწიფოსთვის ზურგის შექცევა ან დემოკრატიული პროცესების ჩანასახშივე მოსპობა. ამ ყველაფრის ხარჯზე ივანიშვილი ფიქრობს საკუთარ პირად გამდიდრებაზე, ანგარებითი მიზნები და ამოცანები აქვთ",-აცხადებს მელია. 

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კიდევ ერთი წერილი გაუგზავნეს. ადამ კინზინგერმა, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა საქართველოს გაგზავნილ წერილში პოლიტიკური მოტივით დევნითა და ეკონომიკის ვარდნის ტენდენციით, შეშფოთება გამოთქვეს. 

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა გიორგი გახარიას ღია წერილით თვრამეტ იანვარსაც მიმართეს, სადაც საქართველოს მთავრობას ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.


close დახურვა