logo
ENG



ნიკა მელია: მესამე პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან

16 მაი 202012:45
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა მელია ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, გიორგი რურუა დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის, გაერთიანებული ოპოზიციიის ერთიანობამ და ერთსულოვნებამ საერთაშორისო ექო გამოიწვია და ბიძინა ივანიშვილს პოლიტპატიმრების გათავისუფლება აიძულა. 

„გათავისუფლდნენ ოლიგარქის პირადი პოლიტიკური პატიმრები და მძევლები -გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. ალბათ საერთაშორისო გამოხმაურება არ იქნებოდა ისეთი მკვეთრი და მძაფრი, რომ არა ის წარმოუდგენელი და გაუგონარი ერთსულოვნება, რაც გამოიჩინა ქართულმა ოპოზიციამ უკანასკნელ პერიოდში. 

ქართული ოპოზიციის თანმიმდევრულობამ და ერთიანობამ გამოიწვია ის საერთაშოროსო ექო, რომელმაც ოლიგარქი აიძულა გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები. ეს მისასალმებელია. საქართველო აღარ იქნება მარტო ვერცერთ გადადგმულ ნაბიჯში, საერთაშირისო საზოგადოება გვერდში გვიდგას და მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას. ამას სჭირდება განვითარება. 

გვყავს ხელისუფლება, რომელმაც მთლიანად გაანულა ყველა სახის ნდობა, თუკი აქამდე რაიმე გააჩნდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 

მივმართავ ხელისუფლებას: გაითვალისწინეთ იმ განცხადებაში მოყვანილი თეზები, რომელიც თქვენ გეუბნებათ, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს. მესამე პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.


close დახურვა