logo
ENG



ნიკა მელია არ უარყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

29 დეკ 202211:33
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია არ უარყოფს, რომ პრეზიდენტს შეხვდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან სააკაშვილის პროცესის დაწყების წინ ისაუბრა.

TV პირველის ჟურნალისტმა ნიკა მელიას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა ბოლო ერთ თვეში პრეზიდენტს, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წევრებს არაფორმალურად ხვდება.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძვირფასო ჟურნალისტებო გითხრათ ის, რისი თქმაც ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც ბოლომდე გულახდილი შეიძლება ვერ ვიყო, მაგრამ... არა არ უარვყოფ [შეხვედრას]", - თქვა მელიამ, თუმცა არ დააზუსტა რამდენჯერ ჰქონდა პრეზიდენტთან შეხვედრა.


close დახურვა