„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ახალ, საქართველოში დამზადებულ პირბადეების გამოშვებას ეხმაურება.
„ამ პირბადის გაკეთებას ისევ ის ჯობია, ერთი ბინტი იყიდო და თავზე დაიხვიო, სტერილური მაინც იქნება.
საინტერესოა, თვითონ მინისტრები, პარლამენტარები, გუბერნატორები სხვადასხვა ბრენდის, სტილისა და ფერის პირბადეებით რომ ჩანან ეკრანებზე, ამ ნაფლეთს გაიკეთებენ?“, - წერს მელია.