„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ ნიკა მელია, პარლამენტის შესასვლელთან მოწყობილი სირცხვილის დერეფნის ფარგლებში, დეპუტატ ბექა ოდიშარიას პარლამენტის კართან გადაუდგა და ჰკითხა, როგორ არ შერცვხა, როცა მან მხარი დაუჭირა იმ დეპუტატებს, რომლებმაც მისთვის სტატუსის შეჩერება მოითხოვეს.
ოდიშარიამ პასუხის გაცემა არ ისურვა და მელიას რეპლიკაზე „უნამუსო ხარ!“, იგივე რეპლიკით უპასუხა.
„ბექა! ბექა! მე არ გამექცე ძმაო! ეს არის ბექა ოდიშარია, ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, ამ ადამიანმა მხარი დაუჭირა, როცა მიჭერდნენ. ბოლო-ბოლო მიჭერდი და შენ ორი წუთით რომ შეგაჩერო, ეგეც არ შეიძლება?! გრცხვენოდეს ბექა! უნამუსო ქლესა ხარ!“, - მიმართა ნიკა მელიამ ოდიშარიას.