logo
ENG



ნიკა მელია და ზაალ უდუმაშვილი მცხეთაში მხარდამჭერებს შეხვდნენ

18 აგვ 202115:24
3 წუთის საკითხავი
 
ენმ

ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მცხეთაში მხარდამჭერებს შეხვდნენ. უდუმაშვილის თქმით, იგი დღეიდან იწყებს კარდაკარ სიარულს, როგორც მცხეთაში, ასევე სოფლებში.

მელია დარწმუნებულია, რომ 2021 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ქართული ოცნების ხელისუფლება 40%-მდე ახლოსაც ვერ მივა. 

"მახსოვს, 2018 წელს ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული მცხეთის საარჩევნო კამპანიაში და არავის სჯეროდა, რომ ჩვენ მცხეთაში მოვიგებდით არჩევნებს. მცხეთაში არჩევნები მოვიგეთ, ასე იქნება ახლაც. ეს ხელისუფლება ახლოსაც ვერ მივა 40%-მდე. ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული. ადამიანებთან მაქვს შეხება და ვგრძნობ მათ მხარდაჭერას.

დარწმუნებული ვარ, ზაალ უდუმაშვილი დარჩენილ დროში ყველაფერს გააკეთებს, მცხეთელებთან ერთად, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ საქართველოში 2 ოქტომბერს. აქ, მცხეთამ უმნიშვნელოვანესი წვლილი უნდა შეიტანოს" - აღნიშნა მელიამ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა