კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას რუსთავის ციხეში ახალ ბრალს წაუყენებენ.
ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ფორმულასთან ამბობს, რომ პროკურატურა ნიკა მელიას კვლავ მოსამართლის შეურაცხყოფას ედავება. ამჟამად საუბარია მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანზე - ადვოკატი ამბობს, რომ სხდომაზე ნიკა მელიას მხრიდან არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.
ბრალის წარდგენა 15:00 საათზე იგეგმება.
"ნიკა მელიას უპირებენ წაუყენონ მორიგი ბრალდება, უკვე სათვალავი აგვერია. საქმე შეეხება კვლავ მოსამართლის შეურაცხყოფის ეპიზოდს, რომელიც, თითქოს და, მოხდა რამდენიმე თვის წინ გაზაფხულზე ჩატარებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მოსამართლე ქოჩქიანთან მიმართებით.
აბსოლუტურად გაუგებარია, ჩვენ ყველანი ვესწრებოდით დანიშნულ პროცესს, იქ მსგავსი არავითარი ინციდენტი ნიკა მელიას მხრიდან, ყოველ შემთხვევაში მე არ დამიფიქსირებია [..]
როგორც მოგეხსენებათ, მას უსმენენ, იგი არის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ და ეს არ მოსწონთ და ცდილობენ ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყონ", - ამბობს ადვოკატი.
ნიკა მელიას უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით - კერძოდ, 2025 წლის ნოემბერში მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო.
საქმე ეხება 30 მაისს სასამართლო პროცესზე მომხდარ ინციდენტს, როცა ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს პროტესტის ნიშნად წყალი შეასხა.
სასჯელის ვადის ათვლა 20 ივნისიდან დაიწყო.
