ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფასადზე განთავსებული ნიკა მელიას ბანერის დაზიანებაში ბრალდებულ პირს ბრალდება წარუდგინეს.
როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, მას გამოძიება შემდეგ მუხლებს ედავება: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273 -ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა კულტივირება და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შენახვა), რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბანერის განზრახ დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, შესაძლოა დ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ოფისის გარე ფასადზე განთავსებულ ბანერს 17 მარტს ესროლეს. შსს-მ საქმეზე ერთი პირი დააკავა.