logo
ENG



ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს

05 ოქტ 202115:26
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შუწყვიტეს. დადგენილებას რეგისტრირებული 83 დპუტატიდან 79-მა დაუჭირა მხარი. 

ნიკა მელიამ პარლამენტის დატოვების შესახებ ივლისის ბოლოს განაცხადა. როგორც მელიამ მაშინ აღნიშნა, ის აპირებს მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს. მელიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში დარჩებიან იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები მმართველ გუნდს ბოლომდე მიაყვანინონ.

მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ გასულ წელს, როცა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა მანდატის შეწყვეტა მოითხოვა, ეს საბოტაჟი იყო, რომლის ნაწილსაც ნიკა მელიაც წარმოადგენ. ახლა კი ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ მელიამ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას აპირებენ. 


close დახურვა