ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ის უახლოეს დღეებში საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდება.
"საერთაშორისო პარტნიორებთან მაქვს კომუნიკაცია და უახლოეს დღეებში შეხვედრაც კი მექნება. ამას პირველად თქვენს ეთერშ ვამბობ, შეიძლება ანონსად ჩათვალოთ. შეერთებული შტატების როგორც სახელმწიფოს მხარდასაჭერი განცხადებები ჩვენ უკვე ვიხილეთ, წავიკითხეთ, იქნება მრავალი სხვაც, რადგან სიმართლე არის ერთი", - განაცხადა ნიკა მელიამ ფორმულას გადაცემაში კომენტარი.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა, პოლიტიკოსი ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფება. მასთან ერთად ადგილზე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
ცნობისთვის, საქართველოში ლიეტუველი პოლიტიკოსი ჟიგიმანტას პავილიონისი იმყოფებოდა. ის ოპოზიციას, ნიკა მელიას და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, უნდა შეწყდეს რეპრესიები, პოლიტიკური დევნა, სასამართლოში მიმდინარე საქმეები პოლიტიკური ლიდერების მიმართ, იმისთვის, რომ საქართველო დასავლური ოჯახის - ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს. პავილიონისისვე განცხადებით, ეს აუცილებელია საქართველოს გადარჩენისთვის.