logo
ENG



ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს არ გაიმართება

16 თებ 202119:34
3 წუთის საკითხავი
 
ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს არ გაიმართება

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს არ გაიმართება. სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, დამატებით გავრცელდება ინფორმაცია, როდის ჩაინიშნება პროცესი.

პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობით უკვე მიმართა სასამართლოს. უწყება მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. 

16 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა  ნიკა მელიას უკვე მეორედ, დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს 88 ხმით, 2-ის წინააღმდეგ. ამით მათ პროკურატურას უფლება მისცეს სასამართლოს მიმართოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლისთვის. საგამოძიებო უწყებას სურს, სასამართლოს მელიას დაპატიმრება მოსთხოვოს. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


close დახურვა