ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტა, ისევ უმრავლესობის დეპუტატების გადასაწყვეტი ხდება. საკითხი ჯერ საპროცედურო კომიტეტმა უნდა მოამზადოს და ბიუროს გადასცეს, ამის შემდეგ კი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.
მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღია.
„იმ შემთხვევაში თუ დეპუტატის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია, რომ უნდა შეუჩეროს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
"ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი კი ფიქრობს, რომ სასამართლო მმართველი გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს.
„ეს არის ივანიშვილის შიშის გაგრძელდება. ის ფიქრობს, რომ დაკავებებით, პარლამენტიდან ოპონენტების გაძევებით, პროტესტის ჩახშობა გამოვა, მაგრამ ყველა ასეთი უგონო საქციელის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება პროტესტი, რომ ხელისუფლება იქცევა ასე უტვინოდ“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
შეგახსენებთ, სასამართლომ ნიკა მელია "ქართუს" საქმეზე ნაწილობრივ გაამტყუნა.