მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტის, ნიკა ფარულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილს გაერთიანებული ძალებით დაამარცხებენ.
„საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით. იმისთვის, რისთვისაც ქვეყნის მთავარ ქუჩაზე, რუსთაველზე ბევრი სისხლის დაღვრილა. ამ ადამიანების გამო ვიბრძვით, ჩვენი ნათელი მომავლისთვის ვიბრძვით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა და არ იყოს რუსეთის გუბერნია. საბედნიეროდ, ის მიდგომა ჩამოიშალა, რომ რომელიმე პარტიასთან დგომა იყო სირცხვილი. ყველა მიხვდა ამ ქვეყანაში, რომ მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი და გავერთიანდით ერთად ერთის წინააღმდეგ. მოხერხება უნდა, რომ ამდენი პარტია გააერთიანო და ეს შეძლო ბიძინა ივანიშვილმა - სწორედ ეს იქნება მისი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი“ -ამბობს ნიკა ფარულავა.
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი თარგამაძის სტუმარი იყო „ფორმულას“ ეთერში.